ხვალ ამნისტიის კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით არ მოხდება - ბადრი ჯაფარიძე 

26 აპრილი 2021, 22:11 877 ნახვა

ხვალ ჩვენ დავრეგისტირდებით პარლამენტში, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში. ამის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით. ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სავარაუდოდ ხვალ ამნისტიის შესახებ კანონის დარეგისტრირება არ მოხდება. 

"ჩვენ ხვალ პარლამენტში დავრეგისტრირდებით, იმისთვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში, რომ ერთმა ადამიანმა საპატიმრო დატოვოს. ამის შემდეგ კონსულტაციებს გავაგრძელებთ ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ ვნახოთ არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა. მაგრამ ხვალ კანონპროექტის დარეგისტრირება დიდი ალბათობით არ მოხდება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ოფისში მმართველი გუნდის წევრების და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში