მამაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ქალი დუმილის უფლებას იყენებს

27 აპრილი 2021, 10:35 1139 ნახვა

ზუგდიდში შვილმა მამა სცემა. 40 წლის ქალი, რომელიც მამას ფიზიკურად გაუსწორდა, ზუგდიდის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს. ის დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს.

აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს. 

ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზაც ჩაუტარდება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში