საქართველო „ფაიზერის" მილიონამდე დოზას მიიღებს - ეკატერინე ტიკარაძე

27 აპრილი 2021, 13:30 713 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო „ფაიზერის" მილიონამდე დოზას მიიღებს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ივნისში „სინოფარმის" 250 ათასი დამატებითი დოზა შემოვა.

„ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ „ფაიზერის" მილიონამდე დოზას მივიღებთ, თუმცა, ვაზუსტებთ მოწოდების ბაზას დოზებზე. გვაქვს ასევე ზუსტი ინფორმაცია, რომ მივიღებთ 43 ათას „ასტრაზენეკას" 30 აპრილისთვის. ასევე წარმატებით მიმდინარეობს „სინოფარმთან" მოლაპარაკება და დამატებით 250 ათასი დოზა არის დაპირებული „სინოფარმის" მხრიდან ივნისში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში