კახი კავსაძე გარდაიცვალა 

27 აპრილი 2021, 13:36 1113 ნახვა

86 წლის ასაკში კახი კავსაძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა. კახი კავსაძეს კორონავირუსი გასული წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი კლინიკიდან გაწერეს.

მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კავსაძე 1959 წლიდან რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. მას მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ცნობილ ქართულ ფილმსა და სპექტაკლში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში