ძალოსანთა ნაკრების წარმატება

27 აპრილი 2021, 15:31 847 ნახვა

მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ნაკრებმა შვიდი ოქროს, ოთხი ვერცხლის, ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქალთა ნაკრებიდან მედლის მოპოვება ანასტასია გოტფრიდმა 87 კგ კატეგორიაში  შეძლო. მან ატაცში 111 კილოგრამი ასწია და მცირე ოქროს მედალი დაისაკუთრა. საუკეთესო შედეგი ნაკრების ლიდერმა ლაშა ტალახაძემ   აჩვენა. ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონმა და არაერთი ტიტულის მფლობელმა ათლეტმა, თავის უნიკალურ კოლექციას კიდევ ერთი ოქროს მედალი შემატა და ევროპის ჩემპიონი მეხუთედ გახდა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში