პრეზიდენტმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა

27 აპრილი 2021, 17:33 781 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა  გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი  სოციალურ ქსელში წერს.

"მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!

ვულოცავ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას! ვულოცავ ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში"-წერს სალომე ზურაბიშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში