ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ - დაკავებულია 1 პირი

27 აპრილი 2021, 22:52 6586 ნახვა

ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე ერთი პირი დააკავეს, რომელიც სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა.  

შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილის ჩხრეკა განახორციელეს.

არსებული ინფორმაციით ის დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, უწყებაში განმარტეს, რომ ადგილზე მიმდინარეობდა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული ღონისძიება და საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში