აჭარაში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა

28 აპრილი 2021, 11:00 955 ნახვა

აჭარაში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასული 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 75 პაციენტი, კლინიკა დატოვა 21-მა.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 435 პაციენტი, მძიმეა 68 პირის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 11.

აჭარის მასშტაბით კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 306 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 2 634.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში