კორონავირუსის გამო სოფელ დაგვას საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

28 აპრილი 2021, 11:35 899 ნახვა

ქობულეთში, კორონავირუსის გამო სოფელ დაგვას საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.

კორონავირუსი ძიძას დაუდასტურდა, რომელმაც გეგმიური ტესტირება კვირას ჩაიტარა, გუშინ გვიან ღამით კი დადებითი პასუხი მიიღო.

სააღმზრდელო დაწესებულება 2 კვირით დაიხურა. 

ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ინფიცირება ბაღის შიდა სივრცეს არ უკავშირდება. ია ხალვაშის თქმით,  საბავშვო ბაღებში სწრებადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია.

ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გამო სულ 7 საბავშო ბაღია დახურული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში