სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა დღე

28 აპრილი 2021, 11:48 1146 ნახვა

28 აპრილს სამუშაო ადგილებზე გარდაცვლილთა და დაშავებულთა დღე აღინიშნება. შრომის საერთაშორისო დღეს აჭარის პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ტრადიციულად გამწვანების აქცია მოაწყო. გამწვანების სამსახურის თანამშრომლობით სკვერში ხეები დარგეს და ნარგავებზე სიმბოლურად სამუშაო ობიექტებზე გარდაცვლილთა სახელი და გვარები დაამაგრეს. დღევანდელი აქციით პროფესიული კავშირის წევრებმა სოლიდარობა გამოუცხადეს რუსთავის აზოტის საწარმოში გაფიცულ თანამშრომლებს, რომლების შრომითი ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში სამუშაო ადგილებზე დაიღუპა 39 და დასახიჩრდა 245 დასაქმებული, ხოლო წელს 4 დაღუპული და 2 დაშავებულია, აქედან აჭარაში 2 დასაქმებული დაიღუპა პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში