ე.წ კომენდანტის საათის მოხსნა ეპიდსიტუციასა და ციფრებზეა დამოკიდებული - პაატა იმნაძე

28 აპრილი 2021, 16:40 1282 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, რომ საფლავებზე პურმალირები შესაძლოა ჩვენი ტრადიციაა, მაგრამ ინფექციის გავრცელების ძალიან მაღალი რისკის შემცვლელია. 

პაატა იმნაძის თქმით,  ინდოეთში რაც არის ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე და ჩვენთან რაც არის 100 000 მოსახლეზე ეს ერთნაირია აბსოლუტურად.

მისივე განმარტებით, ინდოეთში წინა კვირის ინცინდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 169 შეადგენს და 168,5-ია საქართველოში.

"ჩვენ თუ ნოემბერი არ გვახსოვს, ახლა რაც ინდოეთში ხდება შევხედოთ იმას"-განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის განცხადებით, მხოლოდ კომენდანტის საათის საშუალებით შეძლეს ის, რომ შემთხვევების კატასტროფული მატება არ ყოფილიყო, რომ ,,კომენდანტის საათის'' მოხსნას ეპიდსიტუაცია და ციფრები განსაზღვრავს.

"დღეს ქვეყანაში რომ 1500 შემთხვევაა და არა 3000 ეს სწორედ  ე.წ. კომენდანტის საათის დამსახურებაა. ეს არის დღეს ჩვენთან მოქმედი ერთადერთი რეგულაცია. ნახეთ რა ხდება სხვა ქვეყნებში გერმანიაში ახლა დაწესდა ,,კომენდანტის საათი''. 

სწორედ კომენდანტის საათმა მოგვცა საშუალება ყველაფერი გახსნილიყო ქვეყანაში და ,,კომენდანტის საათით'' დავიჭირეთ სიტუაცია ისე, რომ არ ყოფილიყო შემთხვევების კატასტროფული მატება"-განაცხადა პაატა იმნაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში