ქართველების დაკავება ტერორიზმისთვის

28 აპრილი 2021, 20:14 1474 ნახვა

საფრანგეთში ანტიტერორისტული გამოძიების ფარგლებში  სტრასბურგსა და ლიონის მახლობლად  ჩეჩნური და ქართული წარმოშობის 7 მამაკაცი დააკავეს. დაკავებულები ტერორისტულ საქმიანობაში არიან ეჭვმიტანილები. 

სტრასბურგში დაკავებული 6 ეჭვმიტანილიდან 4 ჩეჩნური სათვისტომოს წარმომადგენელი, ორი კი ქართული წარმოშობისაა.

კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ლიონის მახლობლად აიყვანეს. დაკავებულები 28-დან 48-მდე ასაკის არიან.  7-ვე დაკავებული  ეჭვმიტანილია  სირიაში ტერორისტულ საქმიანობასა  და საფრანგეთის ტერიტორიიდან ამ ქვეყანაში ტერორიზმის დაფინანსებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში