რამდენიმე სამედიცინო დაწესებულება პაციენტს იმაზე მეტს ახდევინებს, ვიდრე დადგენილი ტარიფია - ეკატერინე ტიკარაძე

28 აპრილი 2021, 23:21 1217 ნახვა

50-მდე სამედიცინო დაწესებულება პაციენტს იმაზე მეტ თანხას ახდევინებს, ვიდრე დადგენილი ტარიფია. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.

"ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულება პაციენტს იმაზე მეტს ახდევინებს, ვიდრე დადგენილი ტარიფია, ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირებას ვერ მოახდენს, საჭიროა ფინანსთა სამინისტროს მუშაობა. შესაბამისად, ისინი ამ მოკვლევებს გააგრძელებენ.

მე ამ კლინიკების შესახებ ინფორმაცია მაქვს, თუმცა გასაჯაროება, ამ ეტაპზე ალბათ სწორი არ იქნება. მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია, 50 მაინც იქნება თბილისსა და სხვა ქალაქებში, თუმცა კანონის დამრღვევი კლინიკები თბილისში უფრო მეტია" - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში