ფონიჭალაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ნარკორეალიზატორებს ბრალი წარუდგინეს

28 აპრილი 2021, 23:39 1044 ნახვა

დროებითი მთავსების იზოლატორში ორგანიზებული დაჯგუფების წევრებს: 1995 წელს დაბადებულ ა. ა -ს., 1980 წელს დაბადებული ნ. გ. -ს და 1976 წელს დაბადებული ნ. კ. -ს ბრალი წარედგინათ.

მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალის წარდგენის შემდეგ დაკავებულების ადვოკატმა კახა ვიბლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაკავებულები იყენებენ დუმილის უფლებას, ჩვენება ჯერ არ მიუციათ, თუმცა საუბარში მამაკაცი ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს.

სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში