ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

29 აპრილი 2021, 11:54 887 ნახვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა 13 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება.

პროცესის გადადების შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.

ნიკა მელიას ადვოკატის განცხადებით, მათ პროცესის გადადება იმ ვადით ითხოვა, ვიდრე ხელისუფლება გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. ჩენ თუ დავიწყებდით სამართლებრივ არგუმენტებზე საუბარს ეს იქნებოდა თავის მოტყუება, ამიტომაც ჩენ მოვითხოვეთ აღნიშნული პროცესის გადადება იმ ვადით , რაც საჭიროა პოლიტიკურ უმაღლეს ხელისუფლებაში მიიღონ გადაწყვეტილება და მისცენ მორიგი დირექტივა სასამართლოს და პროკურატურას. სხვა მხრივ ჩვენგან მტკიცებულებებზე საუბარი ეს არის თავის მოტყუება"-განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა თავად ბრალდებული ნიკა მელია, ვინაიდან ის გასულ პროცესზე მოსამართლემ სასამართლოს უპატივცემულობის გამო დარბაზიდან გააძევა.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში