კარგი იქნება, თუ ნიკა მელია განიხილავს პარტნიორების მიერ შეთავაზებულ გარანტიებს​-გაბრიელიუს ლანდსბერგისი

29 აპრილი 2021, 14:15 840 ნახვა

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კარგი იქნება, თუ ნიკა მელია განიხილავს იმ გარანტიებს, რაც პარტნიორების მიერ არის შეთავაზებული.

გაბრიელიუს ლანდსბერგისის განმარტებით, ის რომ ყველა პარტია ხელს მოაწერს შეთანხმებას, მისი იმპლემენტაციის მონიტორინგის პროცესს ბევრად უფრო გაამარტივებს.

„როცა ამ შეთანხმებას ხელს აწერს ყველა პარტია, ეს საშუალებას იძლევა, რომ საუკეთესოდ განხორციელდეს შეთანხმების განხორციელების მონიტორინგი. რაც შეეხება მელიას, ძალიან კარგი იქნება, თუ ის განიხილავს გარანტიებს, რაც გახლავთ შემოთავაზებული ევროკავშირის პარტნიორების მიერ“, – აღნიშნა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

მისივე თქმით, ლიეტუვა მხარს დაუჭერს ევროკავშირისა და საერთაშორისო ძალისხმევას, რომ აქტიური მონიტორინგი განახორციელონ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში