"ოცნების ქალაქის" მშენებლობისთვის დღესვე მეორე ფაზის პროცედურები დაიწყება - თორნიკე რიჟვაძე

29 აპრილი 2021, 14:49 2281 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განმარტებით, რეგიონისთვის სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს "ოცნების ქალაქის" მშენებლობა, რომლის პირველი ფაზა არის აქტიურ ეტაპზე და დღესვე, მეორე ფაზის შესაბამისი პროცედურები დაიწყება.

"პირველ ეტაპზე მოხდება 582 ოჯახის დაკმაყოფილება, თუმცა პროექტი გაგრძელდება, სანამ ბოლო ოჯახი არ დაკმაყოფილდება შესაბამისი ღირსეული საცხოვრისით. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი იქნეს მობილიზებული და გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში"-განაცხადა თორნიკე რიჟაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში