ინდოეთში კოვიდ-19-ის შემთხვევები საგანგაშოდ მატულობს

29 აპრილი 2021, 17:38 1206 ნახვა

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში კოვიდი 379 ათას 257 ადამიანს დაუდასტურდა, 3,6 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინდოეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მე-7 დღეა 300 ათასს აღემატება.

ქვეყნის სამედიცინო სისტემა მთლიანად გადატვირთულია და საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის. ამიტომ პანდემიასთან საბრძოლველად ინდოელმა ექიმებმა უკვე სთხოვეს დახმარება სამხედროებს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში