“ყირამალას" ქანდაკება აღდგენას არ ექვემდებარებოდა, რის შედეგადაც კონსტრუქცია ადგილიდან მოიხსნა და დასაწყობდა - ბათუმის ბულვარი

29 აპრილი 2021, 21:30 2018 ნახვა

​ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, ქანდაკება "ყირამალასთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავენ, რომ ქანდაკება ამორტიზირებული იყო და რესტავრირებას არ ექვემდებარებოდა.

მათივე თქმით, მომდევნო წლისთვის ქანდაკების ზუსტი ანალოგი დამზადდება.

"ვეხმაურებით მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას, ახალ ბულვარში მდებარე ქანდაკების “ყირამალა” დაზიანების შედეგად მოხსნასთან დაკავშირებით. როგორც თქვენთვის არის ცნობილი, აღნიშნული ქანდაკება ბათუმის ბულვარში 2009 წელს განთავსდა, რომლის ავტორიც გახლავთ მოქანდაკე გელა წულაძე.

ვინაიდან, წლების მანძილზე ქანდაკება სრულად ამორტიზირდა, ფაქტობრივად მისი რესტავრირება აღდგენას არ ექვემდებარებოდა, რის შედეგადაც კონსტრუქცია ადგილიდან მოიხსნა და დასაწყობდა. ავტორთან მოლაპარაკების საფუძველზე, მომდევნო წლისათვის აღნიშნული ქანდაკების ზუსტი ანალოგი დამზადდება, რომლის ხარჯთაღრიცხვაც სსიპ “ბათუმის ბულვარის” 2022 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული", - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში