აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

30 აპრილი 2021, 10:07 1602 ნახვა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა.

ზაურ ახვლედიანმა  გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისივე განმარტებით, ის საქმიანობას ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ გააგრძელებს.

"ქვეყნის სამსახურში ყოფნა ყველაზე კარგი გამოწვევაა. თითქმის 3 წელი ვიმუშავე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსად. ძალიან ბევრი სირთულე გადავლახე ჩემს გუნდთან ერთად, ვიღებდით დაუმსახურებელ ბრალდებებს, მაგრამ ჩემი საქმიანობის მთავარი მიზანი- საქმის პატიოსნად კეთება და ქვეყნისთვის სასიკეთო სამსახური იყო. ბევრი რამ გავაკეთეთ, მრავალი ძეგლის რესტავრაცია განხორციელდა, ახალი სიცოცხლე ვაჩუქეთ პეტრას ციხეს, არცერთი ძეგლი არ განადგურებულა, გრძელდება სარესტავრაციო სამუშაოები.

ცხადია,მარტო ვერაფერს გავხდებოდი, გულითადი მადლობა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს

თორნიკე რიჟვაძეს, მხარდაჭერისთვის, მინისტრს მაია ჯახიშვილს და სააგენტოს სტაფსს.

ამჯერად, საქმიანობას ვაგრძელებ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ"-წერს ზაურ ახვლედიანი.

ზაურ ახვლედიანმა აჭარის მაუწყებელს გადადგომის შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. განაცხადა, რომ დამატებითი კომენტარისაგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებს. 

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსის მოვალეობას ამ ეტაპზე ოლეგ ბოლქვაძე ასრულებს.

აჭარის მაუწყებელი თემაზე მუშაობს და დეტალებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში