დღეს წითელი პარასკევია

30 აპრილი 2021, 10:33 842 ნახვა

დღეს ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე - წითელი პარასკევია. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს, ტაძრებში კი გარდამოხსნის წესი სრულდება.

დიდ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. 

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევლინება, რადგან ბიბლიის მიხედვით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

დღევანდელ დღეს მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ და პასკებს აცხობენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში