საგანგაშო სიტუაცია ინდოეთში

30 აპრილი 2021, 15:04 804 ნახვა

ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა. 30 აპრილის მონაცემებით, კოვიდ-19  386 ათას 452 ადამიანს დაუდასტურდა, 3 ათას  400-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.  ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხმა 18 მილიონს გადააჭარბა. 208 ათასი ადამიანი კორონავირუსითა და თანმდევი დაავადებით გარდაიცვალა. ინდოეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მე-7 დღეა 300 ათასს აღემატება, რის გამოც ადგილობრივი ექიმები დახმარებას არმიას სთხოვენ.   ინფექციის სწრაფი გავრცელების მიზეზი კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები და საშიში ვარიანტია, რომელიც ინდოეთის ტერიტორიაზე გაჩნდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში