ისრაელში გლოვა გამოცხადდა

30 აპრილი 2021, 15:04 771 ნახვა

ათობით ადამიანი დაიღუპა ჭყლეტის შედეგად რელიგიურ ფესტივალზე ისრაელში. კოვიდ რეგულაციების მიუხედავად, მერონის მთაზე ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა. რამდენიმე მათგანს კიბეზე ფეხი დაუცურდა, რამაც ჭყლეტა გამოიწვია. ისრაელის მედიის მონაცემებით, დაიღუპა 44  და დაშავდა 100-ზე მეტი პირი. მაშველებმა ადგილიდან დაშავებულების ევაკუაცია განახორციელეს. მომხდარს გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი და გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა. ქვეყანაში 2 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში