ხელვაჩაურის მერიის ადმინისტრაციის ყოფილ უფროსს, ყოფილი ცოლი ძალადობაში ამხელს

30 აპრილი 2021, 20:10 7503 ნახვა

ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნის მირზა ბახტაძის ყოფილი მეუღლე მარიამ მამულაძე შვილის დაბრუნებას ითხოვს, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ შვილის ნახვის უფლება მას მხოლოდ დამსწრეთა თანხლებით რამოდენიმე წუთით ეძლევა.

დედა დარწმუნებულია, რომ მის შვილზე მამის და სხვა ოჯახის წევრების მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მას დედის წინააღმდეგ განაწყობენ.

მარიამ მამულაძე შვილის დასაბრუნებლად სამართლებრივ დავას იწყებს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში