რა შეზღუდვები იმოქმედებს მომდევნო დღეებში?

01 მაისი 2021, 12:06 2091 ნახვა

გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი დღით დღეს 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე იმოქმედებს, ნაცვლად 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდისა.2-დან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოებზე გასვლა იკრძალება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაფლაოების ტერიტორიაზე შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. მათივე ცნობით, აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე. ამასთან  3-დან 12 მაისის ჩათვლით ქალაქებში არ იფუნქციონირებს  საზოგადოებრივი ტრანსპორტი. უქმე დღეების პერიოდში სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიებისთვის დამატებითი შეზღუდვა არ ვრცელდება.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში