მარადიდის მოსახლეობა სოფლისთვის მთის სტატუსის მინიჭებას ითხოვს

01 მაისი 2021, 12:30 1471 ნახვა

მარადიდში მცხოვრებლები მთის სტატუსის მინიჭებას ითხოვენ .ირწმუნებიან, რომ მათ არაერთხელ მიიღეს სტატუსის მინიჭების დაპირება. ამბობენ, რომ სტატუსის მინიჭება უსამართლოდ ხდება , ვინაიდან მათ მეზობლად მცხოვრებლები სინდიეთიდან უკვე სარგებლობენ შეღავათებით. ირწმუნებიან რომ ვერც ისინი აკმაყოფილებს კანონით დაწესებულ მოთხოვნებს, ვინაიდან კობალთა და მარადიდი ზღვის დონიდან 350 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს , 340 მეტრზეა სოფელი სინდიეთი.    საზღვირის პირას  მცხოვრები ოჯახები გვიყვებიან რომ ისინი შეღავთებს 90 -იანი  წლიდან სარგებლობდნენ , თუმცა  10 წელია შეუჩერდათ. პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე აცხადებს. რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს მსჯელობენ თუ რომელი შეღავათებით ისარგებლებენ  მარადიდის და კობალთას მოსახლეობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში