არჩევნები ამერიკაში

09 ნოემბერი 2016, 00:00 4129 ნახვა

აშშ-ის კონგრესის სპიკერმა პოლ რაიანმა პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ტრამპს გამარჯვება მიულოცა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა, მარინ ლე პენმაც. “ვულოცავ აშშ-ის ახალ პრეზიდენტს დონალდ ტრამს და აშშ-ის თავისუფალ ხალხს” , - წერს ლე პენი. თავის მხრივ, გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით შოკირებულია. როგორც მან განაცხადა, ინფორმაცია დონალდ ტრამპის ლიდერობაზე მისთვის “უზარმაზარი შოკი” გახდა.

ამავე კატეგორიაში