პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს აკონტროლებს

02 მაისი 2021, 12:23 1146 ნახვა

სამართალდამცველები დილიდან სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს ინტენსიურ რეჟიმში აკონტროლებენ. პოლიციის თანამშრომლები არსებული რეგულაციების კონტროლს ახორციელებენ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში არსებულ სასაფლაოებზე.საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლადც, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა. შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას - 2000 ლარის ოდენობით.აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში