ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის ტურნირის გამარჯვებულია

02 მაისი 2021, 17:54 1572 ნახვა

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის 250 ქულიანი ტურნირის გამარჯვებულია. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში გერმანელი იან ლენაედ შტრუფი ორ სეტში ანგარიშით 4:6, 6:7 დაამარცხა.

მატჩი 1 საათი და 28 წუთი გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ნიკამ გუშინ ორი შეხვედრა მოიგო.

29 წლის ქართველისთვის ეს კარიერაში მეხუთე ATP-ის მოგებული ტურნირია. მიმდინარე წელს კი ნიკასთვის ეს მეორე ტიტულია.

გერმანულ ტურნირზე ბასილაშვილი ჩემპიონი ისე გახდა, რომ სეტიც არ წაუგია. მასტერი მოიგო. ლაივ რეიტინგში ნიკა 35 პოზიციიდან 4 პოზიციით დაწინაურდა და 31-ე ადგილზეა.

მიუნხენიდან ნიკა ესპანეთის დედაქალაქში გადაინაცვლებს, სადაც მადრიდის მასტერსში ჩაერთვება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში