დღეიდან 12 მაისის ჩათვლით მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს

03 მაისი 2021, 10:04 2100 ნახვა

საქართველოში 10 დღით მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეწყდა. უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ეს გადაწყვეტილება 26 აპრილს მიიღო. კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მობილობის შესამცირებლად ამოქმედებული შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

ბათუმში არ იმოძრავებენ არც მიკროავტობუსები.

ასევე 4დან 11 მაისის ჩათვლით, საქართველოში, უქმე დღეებად არის გამოცხადებული. საბჭოს გადაწყვეტილებით 4 მაისის ჩათვლით აკრძალულია სასაფლაოებზე მისვლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში