ინციდენტი საოკუპაციო ხაზთან

03 მაისი 2021, 12:05 1017 ნახვა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ ხურვალეთში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა 2-ჯერ გადმოკვეთეს ე.წ. საზღვარი, ჩამოვიდნენ ხურვალეთის სასაფლაომდე, მოაწყვეს დებოში და პოლიციამ ისინი უკან გააბრუნა.

ვრცელდება ადგილზე გადაღებული ფოტოებიც.

''ხურვალეთში გუშინ განვითარებული ამბავი ამ ეტაპისთვის შემდეგნაირად გამოიყურება:

რუსების "ტაბლეტკით" სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა 2-ჯერ გადმოკვეთეს ოკუპაციის ხაზი, ჩამოვიდნენ ხურვალეთის სასაფლაომდე, მოაწყვეს დებოში, პოლიციამ არ დააკავა ისინი, გააბრუნა უკან.

2 ჯერვე ეს "სამოქალაქო პირები" დაბრუნდნენ რუსების საგუშაგოზე და თავისი მცდელობები განახორციელეს იმ დროს, როდესაც პოლიცია სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდა.

ეს არის ამ ეტაპზე ინციდენტის აღწერა, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს'' - წერს ქაცარავა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფაქტს ადასტურებს, თუმცა აცხადებენ, რომ ინციდენტში ჩართული  იყვნენ სამოქალაქო პირები. შემთხვევა კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა. უწყების ცნობით, აღნიშნული ადამიანები ე.წ. პოლიციამ წაიყვანა. 

სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედდა ცხელი ხაზი და ამ ეტაპზე ინციდენტი აღმოფხვრილია.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში