მაშველებმა ხევში გადავარდნილი ქალის ცხედარი იპოვეს - სამაშველო ოპერაცია მესტიაში 

03 მაისი 2021, 12:20 1533 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიაში, გულის უღელტეხილზე ხევში გადავარდნილი ქალის ცხედარი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს. მეორე ტურისტი კი, რომელმაც 112-ში დასახმარებლად დარეკა, ტერიტორიიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს. 

'' საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის სამმართველოში, აშშ-დან შემოვიდა სპეციალური ზარი კომპანიიდან, სადაც დაფიქსირდა მესტიაში მყოფი ტურისტების SOS სიგნალი და კოორდინატები. შეტყობინების ინიციატორის გადმოცემით, მისი თანმხლები ქალი ხევში სიმაღლიდან გადავარდა და სავარაუდოდ, იყო გარდაცვლილი.

მოქალაქეების დასახმარებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით და სპეციალური აღჭურვილობით გავიდნენ სამაშველო ჯგუფები. მეხანძრე-მაშველებმა უღელტეხილზე მყოფი მამაკაცი ა.ვ. უვნებლად იპოვეს და ვერტმფრენში აიყვანეს. ხოლო, ხევში გადავარდნილი ქალის, ზ.გ-ს საძიებო-სამაშველო ოპერაცია დაუყონებლივ დაიწყეს. სამუშაოების შედეგად, ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა ქალის ცხედარი, რომელიც სამაშველო ჯგუფების მიერ, ხევიდან უკვე ამოსვენებულია'' - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში