თავდასხმა სამხედრო ბაზაზე

03 მაისი 2021, 14:50 1036 ნახვა

თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს. ინციდენტის შედეგად 18 ჯარისკაცი დაიღუპა და 10 დაშავდა. სამხედრო ბაზაში ბოევიკებმა სპეციალურად გათხრილი გვირაბით შეაღწიეს და აფეთქება განახორციელეს. ინციდენტის დროს ბაზაზე 30-მდე სამხედრო იმყოფებოდა. ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებენ. ხელისუფლება შიშობს, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-მა განაცხადა, რომ ავღანეთიდან ჯარების გაყვანა ფერხდება, თალიბები ისევ თავდასხმებს დაიწყებენ. 2020 წლის შეთანხმების თანახმად, აშშ-ს ჯარები პირველ მაისს სრულად უნდა გაეყვანა ავღანეთიდან, სანაცვლოდ, თალიბაბებმა თავდასხმები შეწყვიტეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში