შეთანხმება "რუსთავის აზოტის" გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის

03 მაისი 2021, 18:03 979 ნახვა

„რუსთავის აზოტმა“ მუშაობა განაახლა, მას შემდეგ, რაც საწარმოს თანამშრომლებმა დაახლოებით ერთი კვირის წინ გამოცხადებული გაფიცვა შეწყვიტეს. მუშები დათანხმდნენ ადმინისტრაციის წინადადებას, რომელიც მათ მოთხოვნას ნაწილობრივ აკმაყოფილებს. გაფიცულები ხელფასის 50%-ით გაზრდას მოითხოვდნენ, საწარმოს ხელმძღვანელობამ კი, შრომის ანაზღაურების 250 და 125 ლარით მომატება შესთავაზა.

გარდა ამისა გაფიცულებს ჰქონდათ რამდენიმე მოთხოვნა, რომელიც გულისხმობდა გაფიცულთა შემდგომში დევნის პრევენციას, სადაზღვევო და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ხელფასის ინდექსაციას ინფლაციის მიხედვით, რაზეც როგორც გაფიცულები აცხადებენ, სიტყვიერი თანხმობა უკვე მიიღეს და დირექტორის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი მათ სამშაბათს ჩაბარდებათ, დღეს კი საამქროების ნაწილი ისევ ამუშავდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში