მიცვალებულთა დღე დაკეტილი სასაფლაოებით

03 მაისი 2021, 20:01 1362 ნახვა

აღდგომის მეორე დღეს საქართველოში საფლავთა კურთხევის დღეა  თუმცა ამ ტრადიციას  მართლმადიდებელი მორწმუნეები განსხვავებულად აღნიშნავენ უკვე მეორე წელია.   დღეს და ხვალ,  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო,  საფლავებზე გასვლა ნებადართული არ არის.  

სასაფლაოებთან მისასვლელი  გზები წელსაც  ჩაკეტილია  და დაწესებული რეგულაციის მონიტორინგი საპატრულო პოლიციას დაევალა. დამრღვევი 2 ათასი ლარით დაჯარიმდება. შსს ინფორმაციით,  ქობულეთში  ფიჭვნარის მუნიციპალურ სასაფლაოზე ორი მოქალაქე ცდილობდა  შესვლას,   თუმცა პოლიციამ  ისინი  იძულებით შეაჩერა.

საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, სასულიერო პირებს დავალებული აქვთ, რომ დღეს საფლავები აკურთხონ. ბათუმში არსებული მუნიციპალური საფლავების ნაწილი მღვდლებმა  აკურთხეს, პარალელურად მიცვალებულთა მოსახსენიებელი  პანაშვიდი გადაიხადეს ტაძრებშიც.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში