თუ მოსახლეობის 60% ორჯერადად იქნება აცრილი, გარე სივრცეში პირბადეს მოვიხსნით - ამირან გამყრელიძე

04 მაისი 2021, 10:47 1212 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ თუ მოსახლეობის 60 პროცენტი კორონავირუსის ვაქცინით ორჯერადად აიცრება, ღია სივრცეში პირბადის გაკეთება სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ მან "სინოფარმით" აცრის შემდეგ ისაუბრა.

„აცრების, იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება. მთავარუ გზა პანდემიის დასრულებისა გადის ჩვენს ქცევებზე. პირბადის ტარება აუცილებელია და კიდევ გარკვეული პერიოდი დაგვჭირდება. მაგრამ თუ ორჯერ ავიცრებით მოსახლეობის 60 პროცენტი, გარე სივრცეში ჩვენ უკვე პირბადეს მოვიხსნით. თუ ჩამოგვიყალიბდა საზოგადოებრივი იმუნიტეტი. მოვუწოდებ საზოგადოებას, აქტიურად მივიდეთ ამცრელ პუნქტებში და ავიცრათ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში