თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება

04 მაისი 2021, 14:55 1134 ნახვა

1915 წლის მოვლენების დამახინჯება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას საფრთხეს უქმნის განცხადება თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა გააკეთა.  „თურქები და სომხები საუკუნეების განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ. 1915 წლის მოვლენების დამახინჯება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მცდელობებზე დარტყმაა. ამ საკითხით ისტორიკოსები უნდა დაკავდნენ.  თურქეთი მზად არის, ისტორიკოსებისთვის თავიანთი არქივები გახსნას. „ისტორიული რეალობის დამახინჯება დაუშვებელია. ეს აშშ-ის წარმომადგენლებსაც ეხებათ“, - განაცხადა მან. 24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ 1915-1923 წლებში სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში