ირანში წყალდიდობას მსხვეროლი მოჰყვა

04 მაისი 2021, 17:36 784 ნახვა

  ირანში გადაუღებელი წვიმის შედეგად ქვეყნის 9 პროვინცია დაიტბორა. სტიქიამ 10 ადამიანი იმსხვერპლა.  წყალდიდობამ 47 სოფელი დააზარალა.

სტიქიის რაიონებიდან  მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.  მაშველებმა 100 ადამიანი გადაარჩინეს. დატბორილი ადგილებიდან ხალხის გამოსაყვანად მეხანძრე-მაშველების ათობით  ბრიგადა მუშაობდა.

ხელისუფება დაზარალებული რაიონების მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას დაჰპირდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში