დავით-გარეჯში ივერი მელაშვილსა და "მთავარ არხის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

04 მაისი 2021, 18:37 1066 ნახვა

"მთავარი არხის" ინფორმაციით, არხის ჟურნალისტს ნინუცა კეკელიასა და მის ოპერატორს ფიზიკურად იმ დროს გაუსწორდნენ, როდესაც გადამღები ჯგუფი დავით გარეჯში, ივერი მელაშვილთან ერთად იმყოფებოდა და "შაბათის მთავარის" სიუჟეტზე მუშაობდა.

როგორც "მთავარი არხის" ჟურნალისტი ყვება, სასულიერო პირების გაღიზიანება დავით გარეჯში ივერი მელაშვილის მისვლამ გამოიწვია. მათ დააზიანეს "მთავარი არხის" კამერა, ფიზიკურად გაუსწორდნენ გადამღებ ჯგუფს.

აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში