ინციდენტი გარეჯში

04 მაისი 2021, 20:09 1454 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფთან და ივერი მელაშვილთან დაკავშირებით მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

„მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები, რომლებიც დავით გარეჯში "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და მათ თავს დაესხნენ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ, როგორც მელაშვილმა განაცხადა საქმეში აშკარად ეტყობოდა ვიღაცის ორკესტრირებული ხელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში