ვახტანგ გომელაური „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

05 მაისი 2021, 10:09 895 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. გომელაურმა ვაქცინაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაიტარა.

''მინდა ყველას მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, ასევე წავახალისო მოქალაქეები. ვაქცინაცია აუცილებელია. წელიწადზე მეტია ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას, მსოფლიოში დღითი დღე უარესდება, ბევრი ადამიანი იღუპება. სხვა გამოსავალი არ არის ყველა უნდა აიცრას, ვისაც ჯანმრთელობა უწყობს ხელს'' - განაცხადა ვაქცინაციის შემდეგ მინისტრმა. 

„სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან იყო შესაძლებელი. „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი კი 4 მაისიდან დაიწყო.

მიმდინარე კვირაში ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების ჩართვასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება გუშინ მიიღო.

ვახტანგ გომელაურთან ერთად დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც აიცრნენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში