დღეიდან სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვა მოისხნება

05 მაისი 2021, 10:41 1400 ნახვა

დღეიდან, 5 მაისიდან, ქვეყნის მასშტაბით, სასაფლაოებზე შესვლის აკრძალვა მოიხსნება. პოლიცია სასაფლაოებთან მისასვლელ გზებს აღარ გააკონტროლებს.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, მიმდინარე წლის 2, 3 და 4 მაისს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალული იყო.

პოლიციის თანამშრომლები სასაფლაოებზე კონტროლს ახორციელებენ, როგორც
დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

შეზღუდვების დარღვევის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს ეკისრებოდა ჯარიმა - 2 000 ლარის ოდენობით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში