ინციდენტი გარეჯში-გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

05 მაისი 2021, 11:51 996 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის  ფაქტზე 126-ე მუხლით დაიწყო. გამოძიებიდან გამომდინარე რაც დადგინდება, კანონის შესაბამისად დაისჯებიან, - ასე ეხმაურება შინაგან საქმეთა მინისტრი  ფაქტს. როგორც მინისტრმა განმარტა, მომხდარზე გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით პირადად დაზუსტებით ვერაფერს იტყვის, რადგან ამის თაობაზე პროკურატურამ უნდა იმსჯელოს. „მთავარი არხის“ ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხნენ. ივერი მელაშვილის განცხადებით, სასულიერო პირები, რომლებიც დავით-გარეჯში „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფსა და მას თავს დაესხნენ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. ფაქტს სახალხო დამცველი გამოეხმაურა და მოუწოდებს  საგამოძიებო ორგანოებს, დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ ჟურნალისტების მიმართ  განხორციელებული თავდასხმები.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში