კომერციული მოსყიდვის ფაქტზე კომპანიის ორი თანამშრომელი ამხილეს

05 მაისი 2021, 11:52 1088 ნახვა

ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ერთ-ერთი კომპანიის ორი თანამშრომელი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ამხილეს.  კომპანია მონაწილეობდა  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაფინანსებით გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში,  ბრალდებულებმა საკუთარი კომპანიის გამარჯვებისთვის ტენდერში მონაწილე სხვა პრეტენდენტი კომპანიის თანამშრომელს შესთავაზეს 10 000 აშშ დოლარი , თუკი იგი წინასწარ ეტყოდა ფასს, რომლის დაფიქსირებასაც ეს უკანასკნელი სატენდერო წინადადების წარდგენისას აპირებდა.   

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში