მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი - თამარ გაბუნია

05 მაისი 2021, 13:38 1716 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მაისის შუა რიცხვებში კორონავირუსის შემთხვევების პიკია მოსალოდნელი.

თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჰოსპიტალურ სექტორზე ზეწოლა ყოველდღიურად იზრდება, კოვიდკლინიკებში 5 910 საწოლიდან 1 500-მდე თავისუფალია, დანარჩენი კი დაკავებულია. განსაკუთრებით მაღალია დატვირთვის მაჩვენებელი თბილისში. 

მისივე განმარტებით, საყურადღებოა ​სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც შემთხვევების მატებასთან ერთად იზრდება.

„წინასწარი პროგნოზით, მაისის შუა რიცხვები არის გათვალისწინებული პიკური მაჩვენებლებისთვის. დღევანდელი მაჩვენებელი ეპიდემიიის ზრდის ტენდენციების ჭეშმარიტი მაჩვენებელი არ არის, ეს არის დაგროვილი შემთხვევები, რომელიც სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ გამოვლინდა და მათი ანგარიშგება არ მოხდა, თუმცა ეს ზრდის ტენდენცია არის და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი“,- განაცხადა გაბუნიამ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში