დავით გარეჯის საკითხზე დიალოგი გაგრძელდება და გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება - ირაკლი ღარიბაშვილი

05 მაისი 2021, 19:11 1119 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს, დავით-გარეჯის საკითხი განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ დიალოგი გაგრძელდება.

"შეხვედრაზე განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხი და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება, ისე როგორც ჩვენ ძმობას და მეგობრობას შეეფერება. კომისიები გააგრძელებენ მუშაობას ძალიან მალე და კონკრეტულად მოგვიანებით გახდება ცნობილი,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში