საქართველოში „ასტრაზენეკას“ კიდევ 43 000 დოზა შემოვიდა

06 მაისი 2021, 10:04 1086 ნახვა

საქართველოში „ასტრაზენეკას“ კიდევ 43 ათასი დოზა შემოვიდა. ვაქცინები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას ჩამოიტანეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ასტრაზენეკას" ახალი დოზები განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც ამავე ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია გუშინ დაიწყო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში