საქართველოში „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია დაწყებულია - აცრის ჩატარება 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი

06 მაისი 2021, 10:42 1195 ნახვა

საქართველოში „ასტრაზენეკას“ კიდევ 43 ათასი დოზა შემოვიდა.

აღნიშნული დოზა განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.

"ასტრაზენეკას" მეორე დოზის მისაღებად საჭიროა რეგისტრაცია, პროცესი უკვე დაწყებულია. აცრის ჩატარება კი შესაძლებელი იქნება 10 მაისიდან.

მსურველებს შეუძლია დარეგისტრირდეს მეორე დოზის მისაღებად ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი დოზის გაკეთებიდან 4 დან 12 კვირის ინტერვალში. 

​აცრისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია პლატფორმაზე booking.moh.gov.ge ან ნომერზე 1522.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა ჩაიტარა "ასტრაზენეკას" ვაქცინით. 

"ასტრაზენეკას" ვაქცინის მეორე დოზით იმუნიზაციაზე რეგისტრაცია გუშინ დაიწყო.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველო "ასტრაზენეკას" დამატებით დოზებს მაისის ბოლოს კიდევ მიიღებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში