ეპიდვითარება და ვაქცინაციის პროცესი

06 მაისი 2021, 11:47 1239 ნახვა

1806 ახალი შემთხვევა  და გარდაცვლილთა ისევ ორნიშნა მაჩვენებელი ასეთია კორონავირუსით ინფიცირებულთა და ინფექციით დაღუპულთა სტატისტიკა ქვეყანაში.  ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში კოვიდ 19-ის დინამიკა მზარდია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, პირბადის ტარება , სოციალური დისტანცია,  წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მესამე ტალღამ დრამატული სახე მიიღოს.  მომდევნო დღეებში კიდევ უფრო  გაიზრდება ახალი დადასტურებული შემთხვევები , ასეთია  წინასწარი პროგნოზი.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში