დიდი შვიდეული რუსეთს აფრთხილებს

06 მაისი 2021, 11:51 919 ნახვა

ღრმად შეშფოთებულნი ვართ იმით, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ნეგატიური ფორმა გრძელდება, - ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „ეს მოიცავს რუსული სამხედრო ძალების მობილიზებას უკრაინის საზღვრებსა და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში, მის მავნე საქმიანობას, რომლის მიზანი სხვა ქვეყნების დემოკრატიული სისტემებისთვის ძირის გამოთხრაა, მავნე კიბერ საქმიანობას და დეზინფორმაციის გამოყენებას,“- აღნიშნულია განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ხაზს უსვამენ, რომ სრულ სოლიდარობას უცხადებენ ყველა პარტნიორს, რომლებიც რუსეთის ქმედებების შედეგად დაზარალდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში